„მე არ მაქვს კითხვები მასთან! ვიცი, რომ სწორ გზაზე გავყავართ და დანაპირებს მიჰყვება!“ – წერს პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის წინსწრებით ამბობს, რა მოხდება!
გადაცემა „2030“ 2015 წელს გავიდა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში!
მაშინ მან თქვა:
ვიწყებთ ქვეყნის შენებას.
გაიხსნება უნიკალური ავტობანები.
გზა ყველა სოფელში შევა. ოჯახურ ფასეულობებსაც არ ვუღალატებთ, მტრებიც ბევრი გვეყოლება.
მძიმედ გავივლით 2024 წელს, იქნება გარკვეული სირთულეები, მაგრამ გადავლახავთ!
2030 წელს საქართველო გაბრწყინდება თავის დიადი ეკონომიკით და კავკასიის შვეიცარია გახდება!
მაშინ ყველას უკვირდა,
რადგან ნაცები ისედაც სოროებში ისხდნენ და ქვეყანა თითქოს ახალ სიცოცხლეს იბრუნებდა…
ახლა გვესმის, რომ ამ ადამიანმა იმთავითვე იცოდა, რა გლობალური პროცესები დაიწყებოდა, ბოროტება კონცენტრირებული და დაგეშილი იქნებოდა „შუა კორიდორის“, უნიკალური ავტობანის, ახალი „აბრეშუმის გზის“ გარშემო!
გეოპოლიტიკურად სასიცოცხლო არტერია ჩვენზე გადის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ქვეყანა – საქართველო ვართ და არა ტრასა!
მე არ მაქვს კითხვები მასთან!
ვიცი, რომ სწორ გზაზე გავყავართ და დანაპირებს მიჰყვება!
29 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდებაო!
ნაკლები დაეჭვება და მეტი რწმენა,
ქართველებო!
ჩვენს უკან სამშობლოა!️
მადლობა“, – წერს ლალი მოროშკინა.