ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე: 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ვართ და არც უკრაინის ვითარება გვაქვს, ქვეყნის აწიოკება გინდათ? არ გამოგივათ
„12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, ამ ქვეყნის აწიოკება გინდათ? არ გამოგივათ“, – ასე მიმართა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.
„თქვენ გინდათ, ხვალ დადგეს ის დღე, რომ აგაწიოკონ? 12 წლის წინ სად იყავით? გახსოვთ რამე საერთოდ? არა, არ გახსოვს? სკოლაში იყავი და მოდი, მე მოგიყვები, ჩემთან რა ხდებოდა. 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გაქვს, უკრაინაში მოგწონს, რაც ხდება? მერე რა უქნეს ქვეყანას? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის? არ გამოგივათ“, – მიმართა ბიზნესმენმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.