leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურა ბაკურაძის ბოლო დაბადების დღე და აუხდენელი სურვილი

„ქართული ხმების” სოლისტი, მეორე ხმა – ზურა ბაკურაძე 23 დეკემბერს 46 წლის გახდებოდა.

„ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი  სურვილი. ზურიკუნა 46″, – წერს მომღერლის მეუღლე, ნათია კობახიძე.

ზურა სამი წლის წინ, ივნისში, მშობლიურ რაჭაში ტრაგიკულად გარდაიცვალა…

„ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი” – წერდა მომღერლის ცოლი სოციალურ ქსელში

მამის გარდაცვალების შემდეგ, ზურას უფროსმა ქალიშვილმა, ანნა ბაკურაძემ „პრაიმტაიმთან” აღნიშნა, რომ მამა ხშირად სტუმრობს სიზმრად.

„მამას სიზმრად ძალიან ტკბილი ბავშვობიდან ვხედავ. როგორიც მაშინ იყო, ისეთივეა. ბევრს არ მელაპარაკება. თითქოს რაღაცებს მანიშნებს. როდესაც ემოციურად გადავიღლები და გადავიტვირთები, მაშინ მესიზმრება… მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. მის სიახლოვეს სიზმრებით ვგრძნობ. იმედია, ეს კონტაქტი არასდროს გაწყდება…”

2022 წელს ონის მუნიციპალიტეტში, „ონელობის” ფარგლებში ჩატარებული გალა კონცერტი  – „შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე” – ვარსკვლავის გახსნით დასრულდა; გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო.

 

 

წყარო: პრაიმ ტაიმი

ასევე იხილეთ