leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი

„ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების ჩატარების ხარისხს ამოწმებს და ადასტურებს, არის ეუთო/ოდირის მისია, რომელმაც საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, თუმცა, საზოგადოებისთვის მათი წინასწარი შეფასებები დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომელმაც, ვფიქრობ, ყველა კითხვას გასცა პასუხი“ – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, უმთავრესი რამ, რაც საფუძველი უნდა იყოს არჩევნების ლეგიტიმაციის, ამ დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი.

„ის რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, არავის არ შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, თავისი პოზიციების გამოხატვა, ის, რომ უამრავი დამკვირვებელი ყველა საარჩევნო უბანზე ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური, მათ შორის ის, რომ არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას – ოპონენტებიც ადასტურებენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალი იყო აქტივობა, რაშიც ყველა ვთანხმდებით და წარმოდგენილი სისტემაც იყო მაქსიმალურად გამართული და ხარისხიანი“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა და ეს სერიოზული მოთხოვნა ვერ იქნება.

ასევე იხილეთ