leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: მსოფლიო გლობალური პოლიტიკა მიდის იმ გადატვირთისკენ, რასაც ელოდება ძალიან ბევრი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც

„მსოფლიო გლობალური პოლიტიკა მიდის იმ გადატვირთისკენ, რასაც ელოდება ძალიან ბევრი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიო იმედზე, ლალი მოროშკინასთან სტუმრობისას საუბრობს და აღნიშნავს, რომ უშუალოდ 29 დეკემბერი არაფრის მომცემი შეიძლება იყოს ოპოზიციური სპექტრისთვის.

მისი თქმით, მსოფლიო გლობალური პოლიტიკა მიდის იმ გადატვირთისკენ, რასაც ელოდება ძალიან ბევრი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც.

„ის ადამიანები, ის ცენტრები და რეზიდენტურები, რომლებიც აქამდე მართავდნენ თავის აგენტებს, ვხედავთ, რომ მათი ენთუზიაზმი უკვე პრაგმატიზმისკენ გადადის. ამიტომ, შეიძლება, უშუალოდ 29 დეკემბერი არაფრის მომცემი იყოს ჩვენი ოპოზიციური სპექტრისთვის, მაგრამ ყოველთვის ვიძახი, 20 იანვრამდე ძალიან დიდი დრო არის გასავლელი. არ უნდა მოვდუნდეთ ჩვენ, არ უნდა მოდუნდეს დონალდ ტრამპი, არ უნდა მოდუნდეს ვიქტორ ორბანი, რომლის როლი და ადგილი ახალი ევროკავშირის და ახალი ბრიუსელის კონფიგურაციაში არის ძალიან მაღალი ფსონის მატარებელი. მიდის მსოფლიო გლობალური პოლიტიკა იმ გადატვირთისკენ, რასაც ელოდება ძალიან ბევრი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც”, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილმა ასევე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და მოსალოდნელ ახალ დღის წესრიგზეც ისაუბრა და როგორც თავად აღნიშნავს, კონსერვატიული ძალები მსოფლიო მასშტაბით აშკარად ძლიერდებიან და ეს დაკვეთა სწორედ ამომრჩევლის მხრიდან არსებობს.

„10 დეკემბერს დონალდ ტრამპს შეხვედრა ჰქონდა ისეთ გამოჩენილ მსოფლიო ლიდერებთან და სახეებთან, როგორებიც არიან: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი – საქართველოსა და პირადად, ირაკლი კობახიძის დიდი მეგობარი; მაიკ ვოლცი – ადამიანი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით მრჩევლის პოზიციას დაიკავებს; ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც ბრიტანეთის ნაციონალურ-„კონსერვატიული რეფორმების“ პარტიის ლიდერია; ნიკ ქენდი, რომელიც ბრიტანელი მილიარდერი და ამ რეფორმატორების პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია და ადმინისტრაციის სხვა ახალი სახეები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მათ შორის, ამ „საიდუმლო სერობის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო ილონ მასკი, რომელმაც ნაიჯელ ფარაჯის „რეფორმატორთა პარტიას“ 100 მილიონი დოლარის გადარიცხვასა და სრულ მხარდაჭერას უკვე შეჰპირდა. თუ რა შედეგებით დასრულდა ეს შეხვედრა, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ვიქტორ ორბანის გაბრწყინებულ სახეზე, რომელსაც, როგორც ჩანს, ბრიუსელში ახალი მისია დაეკისრა – იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ტრანსფორმაცია და იმ პოზიციების გადატვირთვა, რომელმაც მეტასტაზებივით შეჭამა ევროკავშირი, აუცილებლად უნდა მოხდეს.

ამ შეხვედრის შედეგები საინტერესოდ დაეტყო ბრიტანულ პოლიტიკასაც. ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებული სამეფოსთვის, დიდი ალბათობით, იქნება ახალი ტრამპი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. მისი „რეფორმატორების პარტია“ რეიტინგით უკვე უსწრებდა საპარლამენტო ლეიბორისტების პარტიას და ოდნავ ჩამორჩება საპარლამენტო კონსერვატიულ პარტიას, მაგრამ იმდენად მზარდია მისი პოპულარობა და იმდენად დიდ შიშს იწვევს ის ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში, რომ რუმინეთის პრეცედენტი რომ განვიხილოთ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს ის პირველი ტური, სადაც არა ლიბერალმა, არამედ კონსერვატორმა გაიმარჯვა (რაც, ასევე მოლდოვაში გააკეთეს), დაახლოებით, ამ გზას დაადგნენ დიდ ბრიტანეთშიც. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში 2025 წლის მაისში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. წარმოიდგინეთ, რომ ყველა იმ ოლქსა და რაიონში, სადაც ნაიჯელ ფარაჯის პოპულარობა უდავოა და 100%-ს უახლოვდება, გადაწყვიტეს, რომ მაისის არჩევნები გააუქმონ. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ იქ თურმე დასასრულებელია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ეს არჩევნები შეიძლება გადავიდეს 2026, ან 2027 წელს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ასევე იხილეთ