leaderboard_below_slide
left_sabechdi

კრემლში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

„ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე წინადადება ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნისგან. არ ვიტყვი რომელი ქვეყნებია, რათა წინასწარ არ განვსაზღვროთ მოვლენების შესაძლო ან შეუძლებელი განვითარება, მაგრამ ასეთი წინადადებები კეთდება“, – აღნიშნა იური უშაკოვმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მასთან შეხვედრას ელოდება, რათა განიხილოს უკრაინაში ომის დარეგულირების საკითხი.

„პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს ჩემთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი საშინელებაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე იხილეთ