მარლონ ვერას დამარცხების შემდეგ, შონ ო’მალიმ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ამერიკელმა ეკვადორელ მეტოქეს 186 დარტყმა გაუტარა და ქამარი დაიცვა. ქამრის დაცვის შემდეგ, შონმა MMA HOUR-ში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და არიელ ჰელვანის უთხრა, რომ დვალიშვილთან მაგარი ჩხუბი შედგება.
”მინდა, რომ ძალიან დიდი ჩხუბი მივიღო. ნამდვილად ვფიქრობ, რომ მერაბთან ბრძოლა საკმაოდ მაგარი იქნება. მას 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ის მოსაწყენი იყო, ახლა პოპულარულია, მაგრამ ისევ მოსაწყენია, თუმცა მისი მოგებათა სერია იმას გვეუბნება, რომ აქვს რაღაც განსაკუთებული.
ვფიქრობ, რომ ბრძოლა მარკეტინგულად კარგი იქნება. მისი მეგობარი დავანოკაუტე და ეს ინტერესს ზრდის”, – განაცხადა ო’მალიმ.
ო’მალი ფიქრობს, რომ მერაბი საშიში მეტოქეა, მაგრამ თოფურია უფრო საშინელი და ძლიერია. შონი ესპანეთში ბრძოლის ჩასატარებლად მზადაა, მაგრამ მერაბთან დაპირისპირების შემთხვევაში ფიქრობს, რომ ჩხუბი ლას ვეგასში უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, რომ შონს უკვე 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ო’მალიმ ქამარი დაიცვა და ახლა უკვე მომდევნო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება მოუწევს, რათა ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვას.