შონ ო’მალიმ მაიამიში მარლონ ვერას წინააღმდეგ იჩხუბა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ჩხუბი ო’მალის უპირატესობით წარიმართა. ამერიკელმა ეკვადორელ მეტოქეს 186 დარტყმა გაუტარა და ქამარი დაიცვა.
ამერიკელმა მებრძოლმა პოდკასტში The MMA Hour არიელ ჰელვანისთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მისი მომდევნო ჩხუბი წლის დაპირისპირება იქნება. შონს სურს დაამტკიცოს, რომ რომ მაგარი მებრძოლების დამარცხება შეუძლია.
”არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან მექნება მომდევნო ჩხუბი. ეს იქნება წლის ყველაზე დიდი და მაგარი ბრძოლა. ჩემს ჰეითერებს და ეჭვიან ხალხს უნდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია ისეთი ხალხის დამარცხება, როგორებიც ილია და მერაბი არიან.
ილიას უნდა, რომ მერაბის წინააღმდეგ ვიჩხუბო. ის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ერთ დღესაც ეს ჩხუბი შედგება და ისე მოხდება, როგორც UFC-ს სურს. მზად ვარ ყველა მოლაპარაკებისთვის.
არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებთანაც თქვენ უბრალოდ გინდათ ბრძოლა. ილია ის ბიჭია, რომელმაც მაგრად იმუშავა. ის ვარსკვლავია და ამისთვის ბევრი იმუშავა. სუპერსტარი არაა, მაგრამ ძალიან ახლოსაა”, – განაცხადა ო’მალიმ.
შეგახსენებთ, რომ შონს უკვე 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ო’მალიმ ქამარი დაიცვა და ახლა უკვე მომდევნო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება მოუწევს, რათა ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვას.