leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2.555 მილიარდ ლარს მიაღწევს

2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თბილისის ბიუჯეტის მოცულობა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და პრობლემას. მომავალი წლის ბიუჯეტიც გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი, სსიპ-ების, აიპ-ების საკუთარი შემოსავლების, გარდამავალი ნაშთისა და სესხების ჩათვლით 2.555 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა პატარა შედარება გავაკეთო. მაგალითად, 2017 წელს, როდესაც ჩვენ აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ, 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 815 მლნ ლარს. დღეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად სხვა ციფრები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანასთა სამინისტროს – ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ მომდევნო წლის პროექტებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით განაწილდება. კერძოდ, ინფრასტრუქტურისთვის განსაზღვრული ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი – 535 მილიონს.

 

ასევე იხილეთ