დავით მათიკაშვილი: როზნერმა 2012 წელს ერთხელ “მოაგებინა” „ნაცმოძრაობას“ არჩევნები, ეს როგორ დამთავრდა საზოგადოებამ კარგად იცის
“ეს არის კიდევ ერთხელ უკვე განვლილი გზა. როზნერმა 2012 წელს ერთხელ “მოაგებინა” „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები, ეს როგორ დამთავრდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები ყოველთვის მარცხით დასრულდება.
„იგივე ბედი ელის, როზნერი იქნება ეს თუ სხვა პიარ სპეციალისტი, მათ წარმოებულ კამპანიებს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ და იმ მართლა რეალური, გადასაწყვეტი პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად გადაწყდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.