leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო მეტ მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, გერმანიის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის ელჩი, მით უფრო ბევრი მტკიცებულება იქნება იმის, რომ ბევრი საელჩო გადაიქცა უცხოური ძალის აგენტურად საქართველოში

“რაც უფრო მეტ მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, გერმანიის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის ელჩი, მით უფრო ბევრი მტკიცებულება იქნება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობთ რომ სამწუხაროდ ბევრი საელჩო გადაიქცა უცხოური ძალის აგენტურად საქართველოში”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„რა ჰგონია გერმანიის ელჩს, რომ ქართველ ხალხს ეტყვის, რომ ფულს აღარ მოგცემ წყლის გაყვანილობისთვის და ამ ფულს მივცემ ჩემს აგენტურას „მოლოტოვის კოქტეილის“ შესაძენად, რომ ჩამოაგდოს ხელისუფლებაო, ამას რატომ მიიღებს ქართველი ხალხი პოზიტივად“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს შეწყვეტასთან დაკავშირებით პიტერ ფიშერმა იქსზე დაწერა.

ასევე იხილეთ