გელა ზედელაშვილი: „ნაცებს“ ვებრძვით, ლამის ამათ სიბრიყვეს შევაკვდეთ და მანდ როლებს ისევ „ნაცები“ ანაწილებენ?
თემურ თათარაშვილის განცხადებას, რომ 31დეკემბერს პირველად არსად იმღერებს, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს კაცი არც ჩემი დეიდაშვილია, არც მამიდაშვილი, არც ბიძაშვილი, არც მეგობარი, არც მეზობელი, არც უბნელი… პირიქით, წლების წინ ნაჩხუბრები ვართ, მოხდა რაღაც გაუგებრობა და ერთმანეთს ვაგინეთ კიდეც, მაგრამ გაუმარჯოს სიმართლეს!
***
პატივცემულო ოფიციოზო და არაოფიციოზო!
თქვენ, ვინც ამ „კანცერტებს“ დგამთ და ანაწილებთ!
აბა, ერთი კარგად დაფიქრდით, თემურ თათარაშვილის დონის მომღერალი რომელი გვყავს საქართველოში?
ამ ვიღაც ჩიხრიპიტოებს რომ ეძახით და ისინი კიდე ლაყე თავებს იფასებენ, უარს გეუბნებიან, მაგისი მაინც არ გრცხვენიათ?!
კაცო, ჩვენ „ნაცებს“ ვებრძვით, ლამის ამათ სიბრიყვეს შევაკვდეთ და მანდ როლებს ისევ „ნაცები“ ანაწილებენ?
გამაგებინეთ, სხვა რა ვიფიქრო, როცა ისევ ჭღპღ მომღერლები „ბლატაობენ“ და ყველგან მაინც იმათ იწვევთ?!
***
ახლა რასაც დავწერ, გნებავთ, თხოვნად ჩათვალეთ, გნებავთ – „ბრძანებად“ (მე რა უნდა გიბრძანოთ, მაგრამ მაინც): დაურეკეთ ამ კაცს, მოუხადეთ ბოდიში, ჩასვით საკონცერტო ბადეში, დაუთმეთ დიდი დრო და ვინც ასე მაიმუნობს წლების განმავლობაში, ვინც ასე ნერვებს გვიშლის ყოველ დღესასწაულზე, გააპანჩურეთ „კანცერტმაისტერობიდან“.
მე არ მინდა, ფიცი მწამდეს და ბოლო კიდევ მაკვირვებდეს, თუ ვამთავრებთ კრეტინ „ნაცებს“, ერთად დავამთავროთ!!!
***
დალაბულალა ქათამაძეებსა და მჩხავანა სწიოპებს ეხვეწებით, კაცო და თათარაშვილს კიდე საერთოდ არ ამღერებთ?
ეგრე არ არი, თაყაო, შენ რო მამული გაჰყაო!“ – წერს გელა ზედელაშვილი.