leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: ილონ მასკის განცხადებას რამხელა რეაქცია მოჰყვა გერმანიაში, თურმე ერთი “ტვიტი” ყოფილა ჩარევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში და წარმოიდგინეთ, ამის ფონზე, რა მასშტაბის ჩარევაზე ვსაუბრობთ საქართველოსთან მიმართებით

ყველას გვახსოვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების ვიზიტი, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, პირდაპირი მოწოდება კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის, პირდაპირი მოწოდება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის წევრის განცხადებას, რომლის თანახმად, მიხაელ როთი, ხალხს მოუწოდებს, გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო.

ილონ მასკის განცხადებას რამხელა რეაქცია მოჰყვა გერმანიაში, თურმე ერთი განცხადება და “ტვიტი” ყოფილა ჩარევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ჩარევაზე ვსაუბრობთ, როდესაც არის რეზოლუციები, განცხადებები, “ტვიტები”, საერთაშორისო ვიზიტები. იგივე მიხაილ როთი არაერთხელ იყო საქართველოში და ახლაც სხვებსაც მოუწოდებს კონკრეტული მოქმედებებისკენ“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ