ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით,”ნაცმოძრაობას” პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი წყევლად ექცა. მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისთვის მტრულ კამპანიას ეწევა.
“როზნერი ექცა წყევლად „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პარტია იმდენად გაურბის ლგბტ პროპაგანდაზე საუბარს, რომ უკიდურესად სამარცხვინოდ იქცევა და ამის გასამართლებლად, მოიგონეს ისეთი პიარ-კამპანია, რომელიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორი პოპულისტები, დილეტანტები და ჩვენი ქვეყნის მტრები არიან სინამდვიეში“, – აცხადებს იონათამიშვილი.