leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა ნაცვლიშვილი: ოპოზიციის ძვირფასო მხარდამჭერებო, შემოლალეთ ეს უნიჭო ნარცისები პარლამენტში, ნუ ატყუებინებთ თავს!

„ჩვენ საქმე გვაქვს ოპოზიციური პოლიტიკური კლასის ღრმა და ყოვლისმომცველ კრიზისთან, ვინაიდან მათ კომპეტენცია და პასუხისმგებლობა არ ჰყოფნით, ხელისუფლებაში წარმოადგენდნენ მათთვის მანდატის მიმცემ 800 000 ამომრჩეველს“, – ამის შესახებ სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რის განმუხტვასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური კვარტეტი გვთავაზობენ, სინამდვილეში, პოლიტიკურ კრიზისს არ წარმოადგენს – ამაშიც იტყუებიან. ქრესტომატიული განმარტებით, პოლიტიკური კრიზისი ისეთ მდგომარეობას ეწოდება, როდესაც, მიზეზთა გამო, ხელისუფლება ინსტიტუციურად ან დე ფაქტო გადაწვეტილებაუუნაროა. მსგავსი არაფერი ჩვენთან არ ხდება – ხელისუფლების ყველა შტო გამართულად ფუნქციობს. ჩვენ საქმე გვაქვს ოპოზიციური პოლიტიკური კლასის ღრმა და ყოვლისმომცველ კრიზისთან, ვინაიდან მათ კომპეტენცია და პასუხისმგებლობა არ ჰყოფნით, ხელისუფლებაში წარმოადგენდნენ მათთვის მანდატის მიმცემ 800 000 ამომრჩეველს (ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია). რეალურად, სწორედ ოპოზიციის უუნარობა და უსინდისობა იწვევს უკიდურესად ნევროზულ მდგომარეობას და მღელვარებას ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში, რომელიც წარმომადგენლის გარეშეა დარჩენილი და თავს მიტოვებულად და გარიყულად გრძნობს, თუმცა, ამაში მთავრობას და არჩევნებში გამარჯვებული პარტიას ადანაშაულებს.

ოპოზიციის ძვირფასო მხარდამჭერებო, შემოლალეთ ეს უნიჭო ნარცისები პარლამენტში, ნუ ატყუებინებთ თავს, არანაირი არჩევნები არ დაინიშნება. შემოლალეთ, რათა ღდინი გააცალონ მმართველ გუნდს, ფეხდაფეხ სდიონ, არ ამოასუნთქონ და თქვენი ინტერესების დაცვა და წინ წაწევა შეძლონ.

და მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის!“ – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

ასევე იხილეთ