leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე გულშემატკივრებმაც ტურის მოთამაშედ დაასახელეს

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგადაც დასახელდა. გამოკითხვა liga2-online.de-მ ჩაატარა.

„კარლსრუეს“ ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც „პადერბორნთან“ (2:1) მოგებულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ყოველკვირეულ გამოკითხვაში ხმების 38 პროცენტი მიიღო“, – წერს მეორე ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი.

ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე 38 %

მარტინ კაარსიმაგდებურგი 29 %

დევი სელკე, ჰამბურგი 18 %

კაი პრეგერირეგენსბურგი 9 %

იოჰანეს შენკიმუნსტერი 5 %

მუსა სილა, შალკე 1 %

30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტში, რომ საშემოდგომო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.

ქართველ ლეგიონერს 2025 წლის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს დაეხმაროს „კარლსრუეს“ ზაფხულამდე, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ზამთრის ტრანსფერიც.

ასევე იხილეთ