leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპის განცხადებების შემდეგ, დანიის მთავრობამ გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდა დაიწყო

დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ, დანიის მთავრობამ გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯების მკვეთრი გაზრდა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.

დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა თქვა, რომ პაკეტით შესაძლებელი იქნება ორი ახალი საინსპექციო ხომალდის, ორი ახალი შორი მანძილის დრონის შეძენა და ორი დამატებითი სპეციალური გუნდის ფორმირება.

პაკეტი ასევე მოიცავს დაფინანსებას არქტიკული სარდლობის გაზრდისთვის დედაქალაქ ნუუკში და გრენლანდიის სამი ძირითადი სამოქალაქო აეროპორტიდან ერთ-ერთის განახლებას „ეფ-35“-ის ტიპის ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავების მისაღებად.

დანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება არის მიღებული, „ბედის ირონია“ უწოდა.

23 დეკემბერს, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უზარმაზარი კუნძულის ფლობა და კონტროლი აშშ-სთვის „აბსოლუტური აუცილებლობაა“.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუთე ეგედე ტრამპის კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩვენ არ ვიყიდებით“.

გრენლანდია არის დანიის ავტონომიური ტერიტორია, სადაც განთავსებულია აშშ-ის დიდი კოსმოსური ობიექტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, რომელიც მდებარეობს ევროპისკენ უმოკლეს გზაზე. გრენლანდიას აქვს სასარგებლო წიაღისეულის და ნავთობის დიდი მარაგი.

ასევე იხილეთ