leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ტყემალაძე საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.

როგორც გიორგი ტყემალაძე აცხადებს, უკვე 47 წელია უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლობს და მისი ღვაწლი ეკლესიის, ქვეყნის და ხალხის წინაშე ფასდაუდებელია.

„25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. იგი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მრავალი წელია თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითად იქცა. ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

ასევე იხილეთ