leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. რაკეტები „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაუშვეს.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას ახორციელებენ. სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ვინიცის, პოლტავის, ხმელნიცკის და ივანო ფრანკოვსკის რეგიონები.

 

 

ასევე იხილეთ