leaderboard_below_slide
left_sabechdi

ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

აზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. კასპიის ზღვაზე ის რადარებიდან გაუჩინარდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.

ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

ასევე იხილეთ