leaderboard_below_slide
left_sabechdi

აზერბაიჯანული მედია: ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრზე აკმარალ ალნაზაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.

ასევე იხილეთ