მაკა ბოჭორიშვილი: საზოგადოებამ კარგად იცის, რა დანაშაულებში მიუძღვის ბრალი დავით კეზერაშვილს და ვინ არის ის
“ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულებში მიუძღვის ბრალი დავით კეზერაშვილს და ვინ არის ის. თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს იგივე კითხვები მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდება მომავალში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სამართალი უნდა აღსრულდეს და დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ.
„დოკუმენტებში ვიხილეთ, რომ საქმე ეხება ფულის გათეთრებას, მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს. თუკი ასეთი ეჭვები არსებობს, რას მოიმოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართალი. უნდა მოვახერხოთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს და მიუძღვით ბრალი სხვა ადამიანების წინაშე, მოგვეცეს შესაძლებლობა, სამართალი აღსრულდეს და მათ აგონ პასუხი ამ დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.