leaderboard_below_slide
left_sabechdi

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით, 28 ადამიანი გადარჩა, მათგან ორი ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთში დსთ-ს სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და ბაქოში ბრუნდება. ალიევმა უკვე გამოუცხადა სამძიმარი ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ცნობისთვის, დღეს აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.

ასევე იხილეთ