leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არჩევნების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა სპექტაკლია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრაზე არჩევნების ჩატარების საორგანიზაციო ნაწილზე მსჯელობა წმინდა წყლის სპექტაკლია.

ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის მთავარი თემაა, რომ ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტი აწერს ხელს პარლამენტის დაშლის თაობაზე ბრძანებულებას.

„ეს არის ღერძი იმ საკითხების გარშემო, დანარჩენი ყველაფერი ანტურაჟია. რეალურად ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემხვევაში აქვს, თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს ან მთავრობას არ ამტკიცებს და შესაბამისად ქვეყანა მართვის გარეშე რჩება. ეს არ მომხდარა.  უნდათ, პრეზიდენტი ამ ავანტურაში ჩართონ, ეს ნიშნავს, რომ საუბარია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების და განვითარების თაობაზე, სხვაზე არაფერზე, ვინაიდან ადამიანები, ვინც ახლა პრეზიდენტის გარშემო არიან შეკრებილი, გუშინ მას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. პრეზიდენტმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და ამ სცენარის განვითარება ყველას ერთად წარმოუდგენია მხოლოდ რევოლუციის გზით.

რეალურად ხდება ის, რომ აირჩა პარლამენტი, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, მთავრობას აქვს პროგრამა და უზარმაზარი ვალდებულება ხალხის წინაშე, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინაშე, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ეს მოცემულობაა და უნდათ მეორე მოცემულობის შექმნა, როდესაც ყველაფერი გაკეთდა, რათა ხალხი, საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები დაპირისპირებულიყვნენ, მომხდარიყო გადაცდომების გარკვეული ფაქტები, მათ შორის პრივოცირებული პოლიციაზე საშინელი ბრუტალური თავდასხმით. ეს არის მთლიანი სცენარი და ამ სცენარს საზოგადოებამ თვალი უნდა მიადევნოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ