leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 21% – 9,425 მილიონი ლარი განათლების სფეროზე დაიხარჯება

„2025 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 21% დაიხარჯება განათლების სფეროში (9,425 მილიონი ლარი, გასულ წელთან შედარებით 879 000 ლარით ზრდა). ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების კიდევ გაზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპისთვის 2025 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ხელფასი მოემატება კიდევ 100 ლარით,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.

ოზურგეთის მერის თქმით, 2025 წელსაც გაგრძელდება ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამა. 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდებიც.

 

ასევე იხილეთ