leaderboard_below_slide
left_sabechdi

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სენდვიჩის აპარატი

  1. სენდვიჩის აპარატი არის სამზარეულოს პატარა, მაგრამ მეტად პრაქტიკული მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მასში შეგიძლია სწრაფად მოამზადო უგემრიელესი სენდვიჩები, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მაგრამ როგორ შევარჩიოთ ისეთი სენდვიჩის აპარატი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს?

    ამ სტატიაში გაეცნობი რჩევებს, რომლებიც ამ მოწყობილობის შერჩევაში დაგეხმარება.

    1. სენდვიჩის აპარატის სიმძლავრე

    სენდვიჩის აპარატის მთავარი მახასიათებელი არის მისი სიმძლავრე. 700-დან 1200 ვატამდე სიმძლავრის აპარატები საკმარისია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე სწრაფი მომზადებისთვის.

    უფრო ძლიერი მოდელები არა მხოლოდ უფრო სწრაფად აცხობს სენდვიჩებს, არამედ, უფრო თანაბრადაც ამზადებს და სენდვიჩებიც უფრო უკეთ იბრაწება.

    1. ზედაპირის მასალა

    მნიშვნელოვანია, რომ სენდვიჩის აპარატის შიდა ზედაპირის მასალა არ იკრავდეს პროდუქტს. ეს აადვილებს აპარატის გაწმენდას.

    1. მრავალფუნქციური მოდელები


    ზოგიერთი სენდვიჩის აპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სენდვიჩებისთვის, არამედ გრილის ფუნქციით ან ვაფლის და სხვა კერძების მოსამზადებლად. ასეთ მოდელებს კომპლექტაციაში ახლავს მოხსნადი ფირფიტები, რომლებიც ცვლიან მოწყობილობის ფუნქციას.

    1. ზომა და დიზაინი

    პატარა ოჯახებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს აპარატი, რომელსაც, ერთდროულად, 2 პორციის მომზადება შეუძლია, ხოლო დიდი ოჯახებისთვის სენდვიჩის აპარატი 4 პორციის ტევადობით შესაფერისია. დიზაინის მხრივ, აირჩიე აპარატი, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ იდეალურად ერწყმის სამზარეულოს ინტერიერს.

    1. უსაფრთხოება და ტემპერატურის რეგულირება

    თანამედროვე მოდელები აღჭურვილია უსაფრთხოების ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა ავტომატური გამორთვა, გადახურებისგან დაცვა და გაცხელების საწინააღმდეგო სახელურები, რაც თავიდან აგარიდებს დამწვრობას. ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია კი საშუალებას გაძლევს გააკონტროლო კერძის მომზადების პროცესი.

    პოპულარული ბრენდები და მათი უპირატესობები


    NINJA გამოირჩევა მრავალფუნქციურობით და მაღალი ხარისხის, მიმწვრობის საწინააღმდეგო მასალით.

    PHILIPS აქვს  ძლიერი და გამძლე მოდელები, რომელთა მოვლაც მარტივია.

    TEFAL – გამორჩეულია უნიკალური დიზაინით და უსაფრთხოების სისტემით.

    ARSHIA  და Franko კი აწარმოებენ ეკონომიურ და კომპაქტურ მოდელებს, რომლებიც იდეალური პატარა სამზარეულოსთვის.

     

    რა ღირს სენდვიჩის აპარატი?

    სენდვიჩის აპარატების ფასი დამოკიდებულია ბრენდსა და ფუნქციონალზე. საშუალოდ, მოდელები მერყეობს 80-დან 300 ლარამდე.

    სენდვიჩის აპარატის ყიდვაექსტრაზე“ საუკეთესო ფასად შეგიძლია. აქ აუცილებლად იპოვი შენს საჭიროებებზე მორგებულ მოწყობილობას  ფასდაკლებით და ისარგებლებ ადგილზე მიწოდების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

     

ასევე იხილეთ