აშშ-ის კონგრესის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მაიკ ლიმ სოციალურ ქსელ X-ში საშობაო მილოცვა გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ სურვილად ქვეყანაში ოლიგარქების დამხობაა ნახსენები.
„შობას მხოლოდ ის მინდა, რომ დავამხო ბიუროკრატი ოლიგარქები ამერიკაში“, – დაწერა ლიმ, რომლის “ტვიტსაც” კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი აზიარებს.