დიდ ბრიტანეთში, კრედიტონის ბიბლიოთეკაში დააბრუნეს წიგნი, რომელიც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გაიტანეს.
„გადავამოწმეთ თარიღის აღმნიშვნელი ეტიკეტი და შევნიშნეთ, რომ ოდნავ – 31,5 წლით ვადაგადაცილებას აქვს ადგილი”, – ვკითხულობთ ბიბლიოთეკის Facebook-პოსტში.
ბრიტანული ბიბლიოთეკები, ვადაგადაცილების შემთხვევაში, მკითხველებს ჯარიმას აკისრებენ, თუმცა, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, ჯარიმა საბავშვო წიგნებზე აღარ ვრცელდება.