ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა
ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი მიმათულებებით „აზერბაიჯანის ავიახაზები“ რეისებს ჩვეული განრიგით განაგრძობს.
შეგახსენებთ, დღეს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრ იმყოფებოდა.