ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირული რუსული სატვირთო ხომალდის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ გემის ჩაძირვის მიზეზი ტერაქტი გახდა
ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის სანაპიროსთან რუსული სატვირთო ხომალდის ჩაძირვის მიზეზი ტერორისტული აქტის გახდა, – ამის შესახებ ხომალდის მფლობელ კომპანიაში განაცხადეს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
კომპანია „ობორონლოგისტკაში“ მიიჩნევენ, რომ გემ „ურსა მაიორის“ წინააღმდეგ განხორციელდა მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეკიპაჟის წევრთა ჩვენებების თანახმად, 23 დეკემბერს ხომალდზე ერთმანეთის მიყოლებით სამი აფეთქება მოხდა. ამის შემდეგ სატვირთო ხომალდი მარცხნივ გადაიხარა და ჩაძირვა დაიწყო.
2009 წელს აგებული „ურსა მაიორი“ სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკში მიემართებოდა. ხომალდი ესპანეთის სანაპიროდან 67 მილში და ალჟირის სანაპიროდან 45 მილში ჩაიძირა. ეკიპაჟის 14 წევრის გადარჩენა მოხერხდა, ისინი კარტახენას პორტში გადაიყვანეს, ორი კი ამ დრომდე უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება.