„დრო არის რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს გაუწევს ოპონირებას იმ საკითხებზე, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ის ვერ შეძლებს ჯანსაღი და არგუმენტირებული დებატების გამართვას.
მისივე თქმით, ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის დიქტატურა უნდა დასრულდეს.
„რაც შეეხება პარლამენტს, მე არ მოველი, რომ პარტიები, რომლებიც შემოვლენ ოპოზიციური სპექტრიდან, რაიმე ღირებულ დებატებს შემოგვთავაზებენ იმიტომ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას, ისინი არიან აგენტურული ქსელის სხვადასხვა წარმომადგენლები. ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გადავდგით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დავტოვეთ უმრავლესობა და სწორედ ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის როლი იმიტომ, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის დიქტატურა უნდა დასრულდეს. დრო არის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს გაუწევს ოპონირებას იმ საკითხებზე, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.