leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მონახეთ თქვენი ადგილი…

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:

„ამათ რომ უსმინო, საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება: სამუშაო საათების შემდეგ დაისვენოს, წავიდეს რესტორანში, წაიყვანოს ოჯახი ქალაქგარეთ, ჰქონდეს ბინა და ავტომანქანა, ნორმალურად ჩაიცვას და შვილი, ან შვილიშვილი წაიყვანოს საახალწლო ნაძვის ხეზე.

ამას გვეუბნება ის ხალხი, რომელთა ნაცპარტიის მმართველობის დროს, 2008 წლის ომის დროს სამეგრელოს და შიდა ქართლის მაღალი დონის საჯარო მოხელეები – გუბერნატორები რუს გენერლებს მძღოლად და მერიქიფეთ ემსახურებოდნენ!

ამას გვეუბნება ის ხალხი, რომელთა საჯარო მოხელეები ჯარის ფულს იპარავდნენ და ომის დროს ქვეყანაში უვარგისი იარაღი შემოჰქონდათ!

ამას გვეუბნება ის ხალხი,რომლებიც „ქართული ოცნების” მთავრობის საჯარო მოხელეები იყვნენ, ჩვენ რუსებს გვეძახდნენ, ხელისუფლების დამხობის მოწოდებით საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ და ხელფასს – „რუსულ” ფულს კი იღებდნენ!

მორჩა კინო!

„მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მონახეთ თქვენი ადგილი…” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

ასევე იხილეთ