leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქართველები ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს. ნუ გამოვაყენებინებთ ნურავის თავს, ვინც არ უნდა იყოს

„ყველას ვთხოვ, ქართველები ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს. ნუ გამოვაყენებინებთ ნურავის თავს, ვინც არ უნდა იყოს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, პირდაპირ დასკვნები და თავში კაკუნი, რუსი, რუსი, რუსი, დიდ შეცდომებში შეგვიყვანს.

„ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ფაქტობრივი მოცემულობიდან გამოვიდეს, თუ შეიძლება. ყველას ვთხოვ. ჩვენს მომხრეებს, არა ჩვენ მომხრეებს, ნეიტრალურს, შუაშისტს, რასაც ეძახიან ამომრჩევლებს, ახასიათებენ ათასგვარად. „ნაცს“, იმის მიმდევარს, ყველას ვთხოვ, ქართველები ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი და ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. ნუ გამოვაყენებინებთ ნურავის თავს. ვინც არ უნდა იყოს. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოვიდეთ, ჩვენი თავის ფასი ვიცოდეთ, ჩვენი ქვეყნის ფასი ვიცოდეთ, ჯერ შევეცადოთ სიმართლე რა არის, დავადგინოთ და შემდეგ გადავიდეთ დასკვნების გამოტანაზე, თორემ პირდაპირ დასკვნები და თავში კაკუნი, რუსი, რუსი, რუსი, დიდ შეცდომებში შეგვიყვანს და სამწუხაროდ, ამ შეცდომაში შეყვანილი ბევრი ახალგაზრდა დგას იქ ტვინს რომ ურეცხავენ და საერთოდ არ აკარებენ აქეთ არანაირ ინფორმაციას ამ დღევანდელი ტექნოლოგიების და დღევანდელი ინფორმირებულობის, შესაძლებლობების სამყაროში. ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაშიც არ არის ხომ ამის პრობლემა.

მგონია, რომ გავა წლები და იქაც ვინც დგას, ბევრი მოვა და მეტყვის, რომ ძალიან ვცდებოდი, ძალიან დიდი ბოდიში. ასეთი უკვე მაქვს პრეცედენტები, არაერთი. პირიქით პრეცედენტებიც მაქვს, ამასაც გულწრფელად გეტყვით, რომ როგორ მჯეროდა თქვენი. გაცილებით ცოტაა, გასაგებია, მაგრამ, ეს რა ქენით, რა ვქენით და აი რუსული კანონი. რა რუსული, წაკითხული გაქვთ? არა, არ გვაქვს წაკითხული. ყველა ამბობს, ყველა გეუბნებათ გარედან რუსულია. წაიკითხე და მერე მელაპარაკე. ასეთებიც მაქვს, მაგრამ გაცილებით მეტი შემთხვევა მაქვს, როდესაც მოსულან, ცუდად ვფიქრობდი, მაგრამ გამოვერკვიე.

დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ ბევრი ადამიანი მოვა, მოგვიბოდიშებს და გვეტყვის, ჩვენ სხვანაირად ვიცოდით, სხვანაირად გვჯეროდა და თურმე რა მართლები ყოფილხართ და როგორ გაიყვანეთ ამ უდიდესი ტურბულენტობიდან ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ დღეს ნუ გამოვაყენებინებთ ნურავის თავს.

რაც მთავარია, ეს გაწუხებს, ვიბრძვით, ყველა ჩვენ ჩვენ აგურს დავდებთ ამ ქვეყნის მშენებლობის საქმეში. მართლები ვიქნებით საკუთარი თავის, საკუთარი შვილების და ყველას წინაშე, მაგრამ ვერაფერი შეადუღაბებს უცებ იმას, რაც ოჯახებში, სამეზობლოებში, სამეგობროებში ხდება. მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ძმაკაცი არ დამიკარგავს. იშვიათი გამონაკლისი ხარო, მეუბნებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ