leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: წაქცეულზე წიხლის დარტყმა ვინმეს თუ მოსწონს, ის ავადმყოფია, მაგრამ, ამათ უნდათ შეაჩვიონ პოლიციელებს, რომ დედა აგინონ, ქვა, პიროტექნიკა ესროლონ და პოლიციელს რეაგირება არ ჰქონდეს

„რაც შეეხება დაკავებულების გათავისუფლებას, ადამიანი პრაქტიკულად ვერ წარმომიდგენია, ვისაც არ აქვს ჩადენილი დანაშაული და სისხლის სამართლის წესით ზის, ან ადმინისტრაციული წესით. ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ, რადგან ამაში შესვლა არ აწყობთ. ყველაზე იყო მტკიცებულება და იმიტომ დააკავეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ამაზრზენია, როდესაც ქალს, თუ წაქცეულს ურტყამენ [და ამ შემთხვევებს შესაბამისი უწყება იძიებს], თუმცა საშინელებაა ისიც, როდესაც პოლიციელებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრიან ქვებს და პიროტექნიკას.

„ძალიან ცუდია და კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ სხვა შემთხვევებში, კიდევაც უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სამსახურებმა და იძიებენ, მაგრამ სახეში რომ ურტყამს ქალს, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს ის ქალი, და წაქცეულს რომ ურტყამს, ამაზე დიდი არაკაცობა მე არ წარმომიდგენია. რაც შეეხება ჟურნალისტთან დაკავშირებით, ყველა ვხვდებით, რომ გამოძიება გარკვეულ ჩიხურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ვინმემ არ ითანამშრომლა. საქმის გახსნა ხომ უნდათ? იქ ნაცი აღმოჩნდა ერთი აქტორი, ნაცი აღმოჩნდა მეორე, მესამე ნაცის შვილი აღმოჩნდა, მეოთხე რაც ჭორად გავიგეთ არ არის ნაცი და ჩვენი მომხრეა, ნაცები არიან უმრავლესობა ინციდენტში, ნაცია დაზარალებული, 5-6 კამერაა ირგვლივ და ყველა ნაცი. ნაცებს შეჰყავთ ახლა ჩიხში, წავიდნენ, კეთილი ინებონ და ითანამშრომლონ [გამოძიებასთან]. დასაგმობია კი არადა და ამაზრზენია, როდესაც ქალს ხელს ურტყამ, ვინც არ უნდა იყოს, თორემ ჩემზე კარგად არავინ იცის, ვინ არის, ასჯერ ბოროტი რომ იყოს, მაინც არ შეიძლება ხელით შეეხო. წაქცეულზე წიხლის დარტყმა ვინმეს თუ მოსწონს, ის ავადმყოფია. მაგრამ ამათ უნდათ შეაჩვიონ, პოლიციელებს დედა აგინოს, ცოლ-შვილი აგინოს, თავში ქვა ესროლოს, პიროტექნიკა ესროლოს და პოლიციელს რეაგირება არ ჰქონდეს. თმენის ვალდებულება გაქვსო და აგინებს, ამ გინებას ითმენენ ბიჭები, რად უჯდებათ ეს ჰკითხეთ იმ პოლიციელებს. ესეც ნაწილია ქართულის წინააღმდეგ ბრძოლის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ