leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ანა დოლიძის განცხადებაზე: ქალბატონ ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა

“ქალბატონ ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილი, რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა”,– ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ანა დოლიძეს დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისაკენ და მსგავსი განცხადებები უბრალოდ არასერიოზულია.

“ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ. მისი ეს განცხადება გასაკვირი არ არის, ის იყო პირველი ვინც თავის სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრი არის და სტატუსი იმ წუთშივე შეიცვალა. ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს.

არასერიოზულია ასეთი მიდგომა, სასაცილოდ გაიხდის თავს. ყველა ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ 4 კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. და მეორე მხრივ, ეს არის წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არავის არ ვურჩევ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდეს. ყველა ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, ყველამ წააგო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ