leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: რა არის ეს თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები – ბიზნესის თავისუფლებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესის თავისუფლებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაშინების მცდელობაზე და ამ მცდელობაში იმ ადამიანების მონაწილეობაზე ისაუბრა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში იყვნენ ჩართულები.

მისი შეფასებით, არავის აქვს ილუზია, რომ „ამ საერთო დადგმულ ისტერიაში ვინმე იდეებიდან გამომდინარე არის ჩართული“.

„რა თქმა უნდა, ეს ტიპური ფარისევლობა არის, რომლებიც ერთის მხრივ ხელს ითბობენ და ბიზნესს აწყობენ რუსეთთან ვაჭრობით და შემდეგ გამოდიან მედიით და ლაპარაკობენ, თითქოსდა საფრთხე ექმნება ევროპულ მომავალს და ასე შემდეგ.
ერთის მხრივ ეს არის ფარისევლობა და ასევე ეს არის შედეგი იმ დაანონსებული ძალადობისა, რასაც ჩვენ ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და მათი რუპორებიდან. ჩვენ ვნახეთ „ბი ემ ჯი“ და ბატონი ისაკაძე არის ამაში განსაკუთრებულად ჩართული. შეგახსენებთ, რომ ბატონმა ისაკაძემ აღიარა, რომ ის ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი კათედრიდან გვესაუბრება. ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარიბთვე, ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. შეგახსენებთ ბანკი „ქართუს“ საქმეს, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თაღლითურად, ყალბი ჩვენებით ვითომდა ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს, ადეიშვილს და გილაურს ჰქონდათ შექმნილი, ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას და ეს ადამიანი, გიორგი ისაკაძე, დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებგვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახის.

რა არის ეს, თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან. სინამდვილეში ეს გვაჩვენებს, რომ ამ სტუდიებში შეკრება და ეს ვებგვერდები ემსახურება, და ამიტომაც არის შერჩეული ბატონი გიორგი ისაკაძე, როგორც სახე ბიზნესის რეკეტისა, რომ ყველას შეუთვალონ, რომ თუკი რამე მოხდა, ზუსტად ისეთი რამ დაემართება ამ ბიზნესებს, რაც დამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ისაკაძის, ნიკა გილაურის და სხვა ასეთი ოდიოზური ფიგურების მონაწილეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული ვებგვერდის შესახებ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და საელჩოს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ეს ვებგვერდი რა არის, თუ არა მაუზერიანი ბოლშევიკების ჩვეულებრივი, „დასახვრეტთა სია“, „შავი სია“, რომლის ქვეტექსტი არის მუქარა, რომ „ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში ამ სიის მიხედვით დავივლით თითოეულ ბიზნესს და მოგიწყობთ იმ ტერორს, რომელიც მოვაწყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროსო“. ამას ეუბნება ბიზნესს ნიკა გილაური, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ისაკაძე, რომელიც მათი სპიკერია ამ შემთხვევაში. როგორც ადრე ჰყავდათ საკონტაქტო პირად ბიზნესის რეკეტისთვის, ბიზნესის რეკეტის დაანონსება არის, ახლა რაც ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული კამპანიის მიზანი არის ბიზნესის დაშინება და ტერორი.

„ბოლშევიზმის იდეა არის ტერორი და ზუსტად ეს იდეა არის ამაში ჩადებული, რომ დააშინონ ბიზნესი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რატომ არის თავისუფლება კარგი – თავისუფლება განსხვავებით მონობისგან, რომელიც მათ ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის აჩვენებს ადამიანის ნამდვილს სახეს. მონობაში და დამოკიდებულებაში ადამიანი შეიძლება, შეინიღბოს, თავისუფლება მას აიძულებს, რომ საკუთარი ნამდვილი სახე აჩვენოს. ამიტომ ამ პერიოდმა ჩვენ გვაჩვენა ბევრის ნამდვილი სახე, მათ შორის იმ ბიზნესების ნამდვილი სახე, რომლებიც საუბრობენ ვითომ რაღაც მატერიებზე და მთავარი ბიზნესის წარმოების ადგილად რუსეთი აქვთ. თავისუფლება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ბიზნესში და ყველა სფეროში ამიტომაც არის კარგი – ქართველი ხალხი ხედავს, ვინ არიან ფარისეველი ბიზნესმენები, ვინ არიან მშიშარა ბიზნესმენები, რომლებიც გიორგი ისაკაძის შეთვლილი მესიჯებით დაშინებულები შეიძლება იყვნენ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ