ბონდო ქურდაძე: არჩევნები იქნება უახლოეს ერთ წელიწადში, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების თანამონაწილეობით…
როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ამის შესახებ პარიზში მყოფი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არჩევნები იქნება უახლოეს ერთ წელიწადში(!)… მისი ჩატარება განიხილება საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების თანამონაწილეობით, საქართველოს ფედერალური მოწყობის აუცილებლობით. ტრამპის წარმომადგენლები, არაოფიციალურად, უკვე მოსკოვში არიან და პუტინისაგან სრული მზაობა მიიღეს. სიტუაციას ადგილზე შერეული ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პოლიციის შენაერთები გააკონტროლებენ ამერიკელი, რუსი და ევროპელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით. პროცესის დაწყებამდე იგეგმება შერეული ძალების დაჩქარებული მზადება საერთაშორისო სტანდარტებით. რუსეთი მიიღებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პორტებზე, რკინიგზებსა და ავტომაგისტრალებზე წვდომის საშუალებას, ამერიკა მიიღებს ჩინეთის მსგავსად, ანაკლიის პორტზე მართვის 49 პროცენტს და რუსეთს შეღავათიან ტარიფს უწესებს. ხელისუფლების კვოტები მოგვიანებით განისაზღვრება ფედერალურ სუბიექტებში. საქართველო არ იზღუდება ევროინტეგრაციით, მაგრამ უარს ამბობს, 25 წლის განმავლობაში, ნატო-ში გაწევრიანებაზე. რთულადაა საქმე უკრაინასთან მიმართებაში, მხარეები ცდილობენ კომპრომისული შეთანხმების მიღწევას, ომის შეწყვეტის თაობაზე, წერტილი(.)… დანარჩენს, 20 იანვრის შემდეგ ოფიციალურად შეიტყობთ. ჩემგან მეტს ვერაფერს გაიგებთ. პარიზი. 25 დეკემბერი. 2024“, – წერს ბონდო ქურდაძე.