ლევან მახაშვილი: ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც თითქოს ყველაზე მეტი ევროპელები არიან და ამის პარალელურად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან
“პოლიტიკიდან დაიწყო, პოლიტიკაშიც ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთი ხელით, ერთი სიტყვით თითქოს ყველაზე მეტი ევროპელები არიან და ამასობაში, ამის პარალელურად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. სამწუხაროდ, მსგავსი ტენდენცია ბიზნესშიც გადავიდა”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მიუღებელია მოუწოდებდე საზოგადოებას პროევროპელობისკენ და თავად რუსეთისკენ გქონდეს ხელი გაწვდილი.
„საზოგადოების სხვადასხვა სივრცეებშიც შევიდა ასე ვთქვათ, რომ ერთი მხრივ თითქოს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ პროევროპული არჩევანი გააკეთონ და ამავე დროს თავად არიან, წლების მანძილზე რუსეთში ჩართული სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, ტურიზმი, ვაჭრობა და ა.შ. ის განახორციელონ თვითონვე, რასაც მოუწოდებენ საზოგადოებას. ჩვენთვის, რა თქმა უნდა მსგავსი განცხადებები არის სრულიად მიუღებელი. ეს არის ხოლმე ორსახოვნება, რასაც ვხედავთ ხოლმე პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილია იმ კომპანიების სია, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მილიონობით ლარის შემოსავალს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით იღებენ. მათი შემოსავლები მილიონებს აჭარბებს.