leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიმართ მხარდაჭერა 17 მაისს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა, შესაბამისად, პრაიდის მარშის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ქართველი ხალხის გაღიზიანებისგან

„ჩვენი მორალური საწყისებიდან გამომდინარე, ლგბტ თემის ხელშეწყობა [მარშებისა და პროპაგანდის დონეზე] დაუშვებელია. ჩვენ არ ვერჩით ამ ადამიანებს, თუმცა კანონით – ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, უკვე სამართლებრივ დონეზე გაჩნდა ბერკეტი იმისა, რომ ლგბტ თემის უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა აიკრძალოს და ამით მომავალი თაობა დავიცვათ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიმართ მხარდაჭერა 17 მაისს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა, შესაბამისად, პრაიდის მარშის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ქართველი ხალხის გაღიზიანებისგან.

„კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მორალური, ღირსების აქტი, რომელიც სახელისუფლებო გუნდმა მიიღო.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვეწინააღმდეგებით ლგბტ თემის არსებობას – ყველას უფლება არის და იქნება დაცული, მაგრამ, ამ ადამიანებმა, რომლებიც უმცირესობაში არიან, უნდა გაითვალისწინონ და პატივი უნდა სცენ იმ კანონს, რომელიც მიღებულია და რომლის მიმართ მხარდაჭერაც 17 მაისს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა. შესაბამისად, პრაიდის მარშის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ქართველი ხალხის გაღიზიანებისგან და სამართლის აღიარებული ნორმების დარღვევისგან“, – აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

 

ასევე იხილეთ