დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ საზოგადოებას 2024 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მსმენელს წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ, განათლების, კულტურულ და სპორტულ პროგრამებზე.
ვახტანგ მაისურაძემ ასევე ისაუბრა 2025 წელს დაგეგმილ პროექტებზე.
ანგარიშის მოსმენას ესწრებოდა შიდა ქართლის მხარეში საქართველოს პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.