leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც 29 დეკემბერს მისი მხრიდან პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებას გულისხმობს, თუმცა, ის არის აგენტი და თავისი ნებით ვერ მოქმედებს

„დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც 29 დეკემბერს მისი მხრიდან პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებას გულისხმობს, თუმცა, სამწუხაროდ, ის არის აგენტი და შესაბამისად, მას თავისი ნებით არც ერთი ქმედების განხორციელება არ შეუძლია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა ისაუბრა ოპოზიციის იმ გეგმის შესახებაც, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებაში ხელისშეწყობას გულისხმობს.

„ეს არის იმ გამწარებული აგენტურის ქმედებები, რომელთაც ვერ შეასრულეს დავალება და ვერ არიეს საქართველოში სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფინანსური ხარჯი გაიღო მათმა უცხოელმა პატრონმა. ახლა კი ცდილობენ, რომ გაუგონარი ქმედებებით ისევ განხეთქილება შემოიტანონ ქვეყანაში“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ