leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ოპერაცია „дэнги давай, дэнги” დასრულდა დღეს 18 საათზე

„პატივი ვცეთ” მელია/გვარამია/გირჩი/ხოშტარიას კვარტეტს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგანაც ამ სახელმწიფოსთან საერთო არაფერი გააჩნიათ – და ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია…” – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ მელია/გვარამია/გირჩი/ხოშტარიას კვარტეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია…

„Oops…ოპერაცია „дэнги давай, дэнги” დასრულდა დღეს 18 საათზე. აიღეს „дэнги”, ანუ „გალეგიტიმურდნენ”. იმავე ილფისა და პეტროვის „12 სკამიდან” ერთ-ერთი პერსონაჟი გავიხსენოთ:

„სტარსობესის მე-2 სახლის გამგე – მორცხვი ქურდი იყო. ის მთელი არსებით აპროტესტებდა ქურდობას, მაგრამ ქურდობას ვერ ელეოდა. იპარავდა და რცხვენოდა. ის გამუდმებით იპარავდა და გამუდმებით რცხვენოდა, და ამიტომაც მისი კარგად გაპარსული ლოყები მუდამ ანათებდა სირცხვილის, მორცხვისა და უხერხულობის სიწითლეს. გამგეს ერქვა ალექსანდრე იაკოვლევიჩი, ცოლი კი ალექსანდრა იაკოვლევნა იყო. ცოლი ქმარს საშხენს ეძახდა, ხოლო ქმარი ცოლს ალხენს. მსოფლიოს არასოდეს უნახავს ისეთი „ცისფერი ქურდი”, როგორიც ალექსანდრე იაკოვლევიჩი იყო”…

„პატივი ვცეთ” მელია/გვარამია/გირჩი/ხოშტარიას კვარტეტს, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგანაც ამ სახელმწიფოსთან საერთო არაფერი გააჩნიათ – და ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია…” – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ