leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფინეთის პრემიერი: რუსეთი აშკარად ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და წარმოადგენს მუდმივ და ეგზისტენციალურ სამხედრო საფრთხეს ევროპისთვის

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს, მოიშოროს ყოველგვარი პესიმიზმი და მტკიცედ დაეხმაროს უკრაინას, რათა მან მოიგოს ომი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

რუსეთი განაგრძობს სამხედრო დანაშაულების ჩადენას უკრაინაში. რუსეთი გადავიდა ომის ეკონომიკის რელსებზე. რუსეთი აშკარად ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და წარმოადგენს მუდმივ და ეგზისტენციალურ სამხედრო საფრთხეს ევროპისთვის”, – აღნიშნა ფინეთის მთავრობის მეთაურმა.

თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ამ გამოწვევას ეფექტურად ვერ ვუპასუხებთ, მომავალი წლები სავსე იქნება საშიშროებითა და თავდასხმის მოსალოდნელი საფრთხით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მან მოიგოს ეს ომი და ამავდროულად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები”, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ