leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დასაქმდეს მათთვის საინტერესო სფეროებში, ამიტომ შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია

“ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდობა, მათი დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა. შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პროექტების განვითარების ხელშეწყობის, დასაქმების საკითხების თვალსაზრისით, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის პრიორიტეტულია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების მიმართულებაზე, ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების მხარდაჭერაზე, ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდობა, მათი დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა. შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება აქვს ეკონომიკური პროექტების განვითარების ხელშეწყობის, დასაქმების საკითხების კუთხით. მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დასაქმდეს მათთვის საინტერესო სფეროებში, ამიტომ ამ გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, წელსვე მოესწროს ჩვენი მეგობრობის ჯგუფის, ანუ შვეიცარიის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი ისე დაიგეგმება, რომ პირდაპირი ფრენების შესრულებით შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან შვეიცარიის მხრიდან პირდაპირი ფრენები აქტიურად არის მხარდაჭერილი. პრაქტიკულად, ბოლო ფაზაშია ის მოლაპარაკებები, რაც კონკრეტულ კომპანიასთან წარმოებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია 12-16 მარტს შეხვედრებს გამართავს.

ასევე იხილეთ