შალვა პაპუაშვილი „ვეტინგის“ სისტემის შესახებ 5 „ენჯეოს“ განცხადებაზე: მიუღებელია, რომ უცხოური ფული ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში იდებოდეს
“ხუთი ენჯეო იყენებს ტერმინს – კლანს სასამართლოს მიმართ. ეს უკვე ინსტიტუციაზე თავდასხმის ყოველგვარ ზღვარს სცდება,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ე.წ. ვეტინგის სისტემის საკითხზე.
„ვფიქრობ, ახლა ამ დონერებს აქვთ გასაცემი პასუხი, თუ რატომ ესხმიან მათი ენჯეოები თავს ქართულ მართლმსაჯულებას. მიუღებელია, რომ უცხოური ფული ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში იდებოდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.