მამუკა მდინარაძე: თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტი დასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?
“ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ თავს ვესხმით დასავლეთს. თავდასხმა რას ნიშნავს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტი დასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?”-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც სადისტური სისტემის შემქმნელი იყო, რომელსაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ამაზე მმართველი პარტია საყვედურს აცხადებს, არ შეიძლება ეს ანტიდასავლურად ჩაითვალოს.
„საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი სადისტად და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებად ვისაც უყურებს, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ადამიანს თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ჩვენ ამაზე ვუსაყვედურებთ, ეს არის ანტი დასავლურობა? ხომ არ შეიძლება ეს ანტი დასავლურობა იყოს. ამაში ხომ დიდი სპეკულაცია და დიდი ანტი დასავლურობაა თავის მხრივ, ჩადებული. ეს ხომ ასეა ობიექტურად. ადეიშვილზე ვლაპარაკობთ, ვიკამათოთ ადეიშვილი არის თუ არა ამ სისტემის შემქმნელი? ხომ არ არის საკამათო მომენტი, თვითონაც ვერ კამათობენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.