leaderboard_below_slide
left_sabechdi

გამოკითხვა: უკრაინელების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკრაინაში მშვიდობას მოაახლოებს

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების თითქმის ნახევარი (45%) მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკრაინაში მშვიდობას მოაახლოებს.

სოციოლოგები ასევე დაინტერესდნენ, შეუძლია თუ არა უკრაინას, ტრამპის პირობებში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის იმედი ჰქონდეს.

გამოკითხულთა მხოლოდ 7% არის დარწმუნებული, რომ უკრაინისათვის მშვიდობა სრულიად სამართლიანი შეიძლება იყოს.

ამასთან, გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ მშვიდობა უკრაინისათვის სრულიად უსამართლო იქნება.

ასევე იხილეთ