ირაკლი ქადაგიშვილი: რა სენტიმენტები, გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ერთი, კერძო ადამიანის გეგმები და ფიქრები
„რა სენტიმენტები, გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ერთი, კერძო ადამიანის გეგმები და ფიქრები”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„რაც შეეხება საქართველოს, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო ის კონსტიტუციის მიხედვით გააგრძელებს ცხოვრებას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.