leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა

„ერთხელაც ვეცდებით შევახსენოთ ჩვენს “დაუძინებელ მეგობრებს” და მათ ადგილობრივ ჭინკებს: ჯვრიდან არ ჩამოდიან – ჯვრიდან გარდამოიხსნებიან! ბიძინა ივანიშვილის დროებითი (!) დასანქცირებით იცით ვის მიაყენეთ რეალური ზარალი? მათ არა, ვისაც ივანიშვილის ფინანსურმა თანადგომამ წინა წლებში ონკოლოგია დააძლევინა, ბინები აყიდვინა, ყოველთვიური ხელფასები აათვისებინა და დღეს თავის მამა-მარჩენლის დასანქცირებას მხარი რომ დაუჭირეს. მათ არა!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა.

„აი, თქვენს დედებს, შვილებს, ღმერთმა ქნას აგარიდოთ “ბუმერანგის” პრინციპი და არ გაგაჭირვოთ მსგავს განსაცდელში – ბაიდენს, ან მეთიუ მილერს ებარებოდეთ, რომლებსაც თქვენი პირადი, თუ თქვენი საახლობლოს ტრაგედიები ფეხებზე ეკიდათ, გარდა ივანიშვილის ქველმოქმედებისა, რომელსაც სიკვდილს გადარჩენილი გველისა არ იყო, გადარჩენისას კბენით უპასუხეთ: “განა არ იცოდიო, ვის გადარჩენას ცდილობდიო”.

აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა. განსაკუთრების იმის ფონზე, აგენტოკრატების ლაქიებმა უარიც რომ ვერ განაცხადეს მათთვის მიუღებელი და საზიზღარი სახელმწიფოს მხრიდან პარტიული დაფინანსების მიღებაზე. საცოდავად და სასაცილოდ გამოიყურებით, სატირლად რომ არ გქონდეთ საქმე…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ