leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ მას უნდა მშვიდობა

პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცვლილია როგორც რუსული პრესა, ისე რუსი პოლიტოლოგების დამოკიდებულებები:

„რუსული პრესა რადიკალურად შეცვლილია, ვინც ადევნებს თვალს, დამეთანხმება. რამდენიმე ცენტრალურ არხზე მქონდა ინტერვიუ და პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და დაახლოებით 1-2 წელიწადში ეს მიწები თქვენ დაგიბრუნდებათო. შარშან რომ მიხდებოდა პირდაპირ ეთერებში ჩართვა, რუსი პოლიტოლოგები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, თუმცა, წლეულს, როდესაც მქონდა მათთან პოლემიკა, აბსოლუტურად შეცვლილი აქვთ რიტორიკა. ჯერჯერობით, ნაკლებად საუბრობენ სამაჩაბლოზე. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ახლოს იყვნენ და აკონტროლებდნენ სიტუაციას. ამ ფონზე დასავლელი ლობისტები ისევ შანტაჟს გვიწყობენ და ისევ უნდათ სამშვიდობო პროცესის შეჩერება. ახლა უკვე არ გამოუვათ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის ეს გუნდი ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ მას უნდა მშვიდობა. საქართველო აღარ ჩაერთვება სადღაც დადგმულ სპექტაკლებში”, – აღნიშნავს ლალი მოროშკინა.

ასევე იხილეთ